ახალი ამბები
სენაკში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
სენაკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება  სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყება საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.


Print