ახალი ამბები
სოხუმში ავტომობილი ხრამში გადავარდა
სოხუმში, ჩანბას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ВАЗ 2106" - ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხრამში გადავარდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსსამსახური ავრცელებს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს და მძღოლის ამოსაყვანად მანქანის სახურავი გაჭრეს. დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

Print