რეგიონი
ბიჭვინთის რესტორანში ორი დამსვენებელი დაჭრეს
წუხელ ბიჭვინთის ერთ-ერთ პანსიონატში ორი დამსვენებელი დაჭრეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 15 ივნისს, დაახლოებით 00:20 საათზე მიიღეს სატელეფონო შეტყობინება, რომ პანსიონატის ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში უცნობმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა.

როგორც გაირკვა, ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედაგად, გუადუთის სოფელ ლიხნის მკვიდრმა დმიტრი ფილიამ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ა. ფილოიანის და ტ. სალიმგარიევის მისამართით ისროლა და მათ მარავლჯერადი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილებს გაგრის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში გაამგზავრეს.

ამავე ინფორმაციით, ნასროლი ტყვიების ნამსხვრევებით დაჭრილია თავად ფილია. ის სოხუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული წინასწარ დაკავებაშია. აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს ცნობით, ფილია არაერთხელ წარმდგარა სასამართლოს წინაშე სხვადასხვა სახის კანონდარღვევებისთვის.

Print