რეგიონი
ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის მესტიის სკოლის მასწავლებელიცაა
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მესტიის სკოლის მასწავლებელიცაა. გიორგი ტერუნაშვილი სოფელ კალას საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს
და ქართულის მასწავლებელია.

ფინალისტებს შორის ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს ჯილდოს მფლობელი ჩხოროწყუელი პედაგოგი სოფიო გოგოხია გახდა. ის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში ქართულ ენა-ლიტერატურასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის. სასწავლებელი ჩხოროწყუში მდებარეობს.



Print