ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 22 დაფიქსირდა.

რეგიონში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ქვეყნის მასშტაბით კი მათმა რაოდენობამ 910-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 160 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 947, საიდანაც 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, რუხის კლინიკაში 95 კოვიდ პაციენტია მოთავსებული.

Print