ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 773 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 50 სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში Covid 19-ისგან 575 პირი განიკურნა, მათ შორის 79 სამეგრელოში.

რაც შეეხება გარდაცვალებას, ვირუსმა ბოლო მონაცემებით, კიდევ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 8 799 შემთხვევაა, რომელთაგან 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მაშ შორის კი 155 სამეგრელოს კოვიდკლინიკებში. აქ მოთავსებული პაციენტებიდან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის კი საშუალო სიმძიმის.

კარანტინში რჩება 33 ადამიანი, მათგან ორი - სამეგრელოს საკარანტინო სივრცეში.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით გარდაიცვალა 5 211 პირი, გამოჯანმრთელდა 346 792 ინფიცირებული.

Print