ახალი ამბები
ხობში 2 წლის ბავშვი დაიხრჩო
ხობში, უბედური შემთხვევის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით მას სათამაშო წყლით სავსე ჭურჭელში ჩაუვარდა და მის ამოტანას ცდილობდა.

"ყველა სახლში იყო, უცებ მივიდნენ ბავშვთან, მაგრამ წამებში მოხდა ყველაფერი", - უთხრა რადიო "ათინათს" გარდაცვლილის ოჯახის მეზობელმა.

მცირეწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსების თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.



Print