ახალი ამბები
ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. ამავე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით თანხა ამოიღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ქ.ზუგდიდში, ქ.ფოთსა და ქ.სენაკში ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

Print