ახალი ამბები
სამეგრელოში მამა-შვილი 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მამა-შვილი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ისინი გუშინ აიყვანა. 65 წლამდე და 35 წლის მამაკაცები გოგონას მეზობლები არიან. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თხუთმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.
Print