ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 2-ჯერ მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა.


მათგან სამეგრელო-ზემო სვანეთში 23 დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 808 პირი, მათ შორის, 60 სამეგრელოში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 225 შემთხვევა, აჭარა - 21, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 2, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 107, საიდანაც 2 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, 145 პაციენტი სამეგრელოს 5 კოვიდკლინიკაშია მოთავსებული.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 363 874-ს.


 

Print