ახალი ამბები
ხობში მამაკაცი დაჭრეს
ხობში მამაკაცი, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 120-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


Print