ახალი ამბები
სამგზავრო მატარებლების განრიგი შეიცვალა
პირველი ივლისიდან საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მატარებლების განრიგს ცვლის. როგორც უწყებაში ამბობენ, ამის მიზეზი კომენდანტის საათის გაუქმებაა. განრიგი იცვლება სხვადასხვა, მათ შორის, თბლისი-ზუგდიდი და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებითაც.

"საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მატარებელი 08:10 წთ-ზე გავა და ადგილზე 14:15 წთ-ზე იქნება. ზუგდიდის ცენტრალური სადგურიდან მატარებელი 17:10 წთ-ზე დაიძრება, თბილისში კი 23:10 წთ-ზე ჩავა.

რაც შეეხება თბილისი-ფოთის მიმართულებას, 17:45 წთ-ზე თბილისიდან მატარებელი ფოთის მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას, ადგილზე კი 23:20 წთ-ზე იქნება, ფოთიდან თბილისისკენ 07:25 წთ-ზე დაიძრება და ადგილზე 13:10 წთ-ზე ჩავა.

მგზავრობის მსურველებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ.

ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები.

Print