ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 30 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 964 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 30 დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, მათგან 33 სამეგრელოში. ქვეყნის მასშტაბით, გარდაიცვალა 8 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430, საიდანაც 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 162 პირი სამეგრელოს 5 კოვიდკლინიკაშია მოთავსებულია.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.

Print