ახალი ამბები
სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ
4 ივლისს დღის ბოლოდან, 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სინოპტიკოსები ზუგდიდში მომდევნო ორი დღე ნალექს ვარაუდობენ. 4 ივლისს, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. 5 ივლისს კი ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.

Print