ახალი ამბები
ზუგდიდში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე აუდის მარკის მსუბუქი მანქანა ქვეითს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით 60 წლამდე მამაკაცი გზას გადადიოდა. მათივე თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის გამო, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდული იყო.
Print