ახალი ამბები
ხაიშთან, მდინარე ენგურში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
სოფელ ხაიშთან მდინარეში 50 წლამდე მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, იდლიანის მკვიდრი ზუგდიდი-მესტიის გზაზე საკუთარი მანქანით მარტო გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და წყალში გადავარდა. 

ამ დროისთვის მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი ნაპოვნია, მძღოლის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.
Print