ახალი ამბები
წალენჯიხაში ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამასთან, სტიქიამ სახნავ-სათესი სავარგულები და თხილნარი დააზიანა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანებული საცხოვრებელი სახლის დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამავე ცნობით, შემთხვევის ადგილზე, წალენჯიხის მერთან ერთად, იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა სამშენებლო მასალებით დაეხმარება.

გარდა ამისა, რეგიონში, უამინდობამ პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიით მომარაგების კუთხითაც. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები ინტენსიურად მუშაობენ.

Print