ახალი ამბები
ენგურის ხიდი ყველასთვის გაიხსნა - ადგილობრივები
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი, ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივებმა უთხრეს. მათივე ინფორმაციით, ხიდზე ორმხრივი მიმოსვლა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე არის შესაძლებელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე, რომელიც პანდემიის მიზეზით იყო ჩაკეტილი, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი, რამდენჯერმე გაიხსნა.
Print