ახალი ამბები
სოხუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოხუმში გუშინ მოვარდნილი ქარიშხლის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ოპრეტიული შტაბი შეიქმნა, რომელსაც ქალაქის ე.წ. მერი ბესლან ეშბა ხელმძღვანელობს.



სამუშაობეში ჩართულები არიან როგორც ქალაქის კომუნალური სამსახურების, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები და სამხედროები, წერს "აფსადგილ ინფო". ამავე ცნობით, მიმდინარეობს სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვლა.

სოხუმში ქარიშხალმა 50 - ზე მეტი ხე წააქცია, სასტუმროებსა და სახლებს სახურავები გადახადა, ჩამოგლიჯა ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა მათი საყრდენი ბოძები. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

ძლიერი ქარიშხალი აფხაზეთს კვირას საღამოს დაატყდა. დე ფაქტო რესპუბლიკის უმეტესი ნაწილი და სოხუმი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩნენ, თუმცა, ამავე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ფოტო: ტელესტუდია "ასარკია"

 

Print