ახალი ამბები
ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა - სუს
ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა დღეიდან, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და სხვა) პირებს ეძლეოდათ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ​ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების სრული დაცვით არის შესაძლებელია.


ამავე თემაზე:

ენგურის ხიდი ყველასთვის გაიხსნა - ადგილობრივები
Print