ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი 33 მოქალაქეს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთი 33 დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 62, გურია - 9, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016, საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 7 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 7 144 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.

Print