ახალი ამბები
გიორგი გახარია: ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე, ეს ნორმალურია
ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა იმას, რომ ქართული ეკლესია რადიკალურად პრაიდის წინააღმდეგი არ იქნებოდა, მას საერთოდ წარმოდგენა არა აქვს არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე.  ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებას „თბილისი პრაიდთან"დაკავშირებით.

„რა თქმა უნდა ქართული ეკლესია იყო და იქნება ყოველთვის პრაიდის წინააღმდეგი, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და ესე მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. პირველ რიგში ამ ძალადობით დაზიანდა ქართული ეკლესია. შეუძლებელია ძალადობით რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა. ეს პირველ რიგში ესმის ქართულ ეკლესიას და პატრიარქს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ  ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია. ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც მიუღებელი იქნება პრაიდის ასეთი ფორმით ჩატარება, მათი გამოხატვის თავისუფლებაც დაცული უნდა იყოს, ეს არის დემოკრატია“, - აღნიშნა გახარია.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ დღეს ზუგდიდში პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გახსნა. შეკრებილებს შორის იყვნენ ზუგდიდი ყოფილი მერი გიორგი შენგელია და რეგიონის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულები ალექსანდრე მოწერელია და მალხაზ თორია.


Print