ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი 58 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, 58 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 841 პირი, ხოლო გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198, საიდანაც 3 139 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. თვითიზოლაციაში კი 7 536 ადამიანი იმყოფება.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.

Print