ახალი ამბები
აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

სტაბილურად მძიმეა აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისში, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაშია მოთავსებული.

მას PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. გარდა ამისა, კლინიკაში კიდევ ორი ჩვილი გადის მკურნალობის კურსს. სამივე ახალშობილი მართვით სუნთქვაზეა.

"ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვი სოხუმის კლინიკაში იყო მოთავსებული და იქიდან გადმოიყვანეს", - ამბობენ კლინიკაში.

საავადმყოფოში მოთავსებულ მეორე ბავშვს ბრიტანული შტამი აქვს დადასტურებული, ხოლო მესამეს კვლევები ამ დრომდე გრძელდება. 


 

Print