ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 36 პირს დაუდგინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 364 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 36 დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 423 პირი, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა - 81, იმერეთი - 134, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 6, კახეთი - 83, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 504, საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 8 217 ადამიანი.

Print