ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის, სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 163 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 27-ის საშუალო სიმძიმის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რუხის კლინიკაში 91 კოვიდპაციენტი იმყოფება, ფოთის კლინიკაში - 11, სენაკის კლინიკა „სენა-მედში“ – 12, აბაშის ევექსის კლინიკაში - 10, სენაკი „ლაზიკა მედიში“ - 39.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი.
Print