ახალი ამბები
სამეგრელოში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, სენაკის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ტეხურას სანაპიროზე, მოქალაქემ ექსკავატორის გამოყენებით 4მ³ ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვა. ამავე ცნობით, შესაბამისი აქტის შედგენის შემდეგ, ტრაქტორი დალუქეს.


Print