ახალი ამბები
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ფოთში, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ, დაწყებულია გამოძიება.
Print