ახალი ამბები
"pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია
ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია და მისით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეიდან, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

"pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით უნდა გაკეთდეს.  ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან" ერთად შეიქმნა.
Print