ახალი ამბები
ფოთში ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი მეტადონის მოპარვის გამო დააკავეს
ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისთვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა. ცენტრის თანამშრომლები დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
Print