ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით კუხალეიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით დავით კუხალეიშვილი პროფესიით იურისტია და სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე დავით კუხალეიშვილი "საქართველოს ბანკის" პრობლემური აქტივების მართვის  დეპარტამენტში რეგიონულ მენეჯერად მუშაობდა. სხვადასხვა წლებში იყო ზუგდიდის რაიონის  პროკურატურის უფროსი გამომძიებელი, მოგვიანებით კი პროკურორის თანაშემწე. ასევე, იკავებდა ფოთის პროკურორის თანამდებობას. 2012-2013 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული.

ამ ეტაპისთვის გიორგი გუგუჩიას სულ 4 მოადგილე ჰყავს.
Print