ახალი ამბები
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, საერთო მოცულობით 112 მ3-მდე სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტები იყო განთავსებული. ამავე ინფორმაციით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და ავტომანქანები, მათზე განთავსებულ უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, დალუქეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

Print