ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 74 მოქალაქეს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 808 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო - ზემო სვანეთში 74 დაფიქსირდა.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, მათგან 34 სამეგრელოში რეგიონში.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 123, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 78, გურია - 19, , კახეთი - 111, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313, საიდანაც 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, სამეგრელოს კოვიდკლინიკაში 173 პაციენტია მოთავსებული.

Print