ახალი ამბები
სვანეთში ილია ფილფანის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა
სოფელ ლენჯერში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა. ის სახლიდან ველოსიპედით გასული წლის 18 ივლისს, დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ მოზარდი არავის უნახავს. მის საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული მეხანძრე - მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მოზარდს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ. 

ილია ფილფანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. 

Print