ახალი ამბები
ზელენსკი ხურჩასა და ენგურის ხიდს მოინახულებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურჩას და ენგურის ხიდს მოინახულებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ისაუბრა.

„საქართველოს ეწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის ჩამოსვლისთანავე გაემგზავრება პირველ რიგში, ხურჩასა და ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთნაირი ტიპის გამოწვევები. ორივე ებრძვის ოკუპაციას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხის, რომელიც საქართველოსა და უკრაინას გააჩნიათ“, - აღნიშნა დარსალიამ.

ცნობისთვის, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

Print