ახალი ამბები
მომდევნო სამი დღე სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურამ 38-39 გრადუსს გადააჭარბა.


Print