რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ზელენსკის ენგურის ხიდზე ყოფნას გამოეხმაურა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს ეხმაურება. „უწყების“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის, რამაც ასე შეაწუხა ზელენსკი არ ეხება საქართველოს ტერიტორიას, მითუმეტეს უკრაინას.

„აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ყოფნა, რამაც ასე შეაწუხა ვოლოდიმერ ზელენსკი, რეგულირდება აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი ხელშეკრულებებით, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ ეხება საქართველოს ტერიტორიას, მითუმეტეს უკრაინას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარად ამისა, „სამინისტროსთვის“ გამოცნად რჩება, ისიც, რა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტს მხედველობაში, როდესაც ის აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღევებზე საუბრობდა.

„ზელენსკის ღიად პროვოკაციული პოლიტიკა დონბასის რესპუბლიკის მიმართ, რაც განსაკუთრებით აშკარად გამოიკვეთა ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც კიევმა განზრახ სცადა საომარი მოქმედებების პროვოცირება, ნათლად აჩვენებს, თუ რა მიდგომა აქვთ ზელენსკის გუნდს კონფლიქტების მოგვარების მიმართ”, - მიიჩნევენ უწყებაში.

უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე გუშინ, 19 ივლისს იმყოფებოდა. ის სამეგრელოში ბათუმში ჩამოსვლისთანავე გამოემგზავრა. ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

 

Print