ახალი ამბები
ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ტოლსტოის ქუჩაზე დაჭრილ მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელების მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფორმაციისთვის, დღეს დილით ბენზინგასამართ სადგურთან 65 წლამდე მამაკაცი მოკლეს, ხოლო მისი შვილი მძიმედ დაჭრეს.

შსს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ზ.კ. მკვლელობა ბიზნეს წილებს უკავშირდება.

Print