ახალი ამბები
მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენის აღმკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ზუგდიდში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის ზაურ კვიკვინიას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. დაკავებულის ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის და ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ინფორმაციისთვის, ტოლსტოის ქუჩაზე 65 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბენზინგასამართ სადგურთან მოკლეს. დაიჭრა გარდაცვლილის შვილიც, რომელიც საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას. გამოძიების ცნობით, მომხდარი ბიზნეს წილებს უკავშირდება.

Print