ახალი ამბები
რუხის კოვიდკლინიკაში წალენჯიხის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 65 წლამდე მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 65 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაინფიცირდა. 

ამ ეტაპზე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის კურსს სულ 138 პაციენტი გადის. მათგან 25 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის ხუთ კოვიდკლინიკაში სულ 250 პაციენტია მოთავსებული. 

რეგიონში ვირუსისგან კიდევ 71 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Print