რეგიონი
სამართალდამცავებმა ხობში 4 სპორტსმენი დააკავეს
ხობში სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია. არსებული ინფორმაციით, ორ მათგანს-ნიკა ყორშიას და ნუგზარ წურწუმიას ადმინისტრაციული წესით სამართალდარღვევას ედავებიან, ორს კი პოლიციელზე თავდასხმას.

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ საღამოს ხობის ცენტრში მოხდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთი სპორტსმენი პოლიციელს სავარაუდოდ თავს დაესხა. პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე ფოთში მოსამართლე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
Print