რეგიონი
კალა-იფარის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-იფარის (165-ე კმ-ზე) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალა. უწყების ცნობით, მდინარე ენგურმა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ რკინა-ბეტონის ხიდს ბურჯი გამოურეცხა და მოძრობა სწორედ ამის გამო აიკძალა.

უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სვანეთში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ელექტრომოძები და საგზაო ინფრასტრუქტურა. ამასთან, დაიტბორა ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები.
Print