ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 108 პირს დაუდასტურდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 108 დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პირი, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 413, იმერეთი - 263, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 120, გურია - 71, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147, საიდანაც 5 427 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, 20 909 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი.

Print