ახალი ამბები
წალენჯიხასა და კიდევ 2 ქალაქში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

საქმეთა მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.

Print