რეგიონი
მამუკა წოწერია "ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარადგინა

ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა.


ზუგდიდის მერობის კანდიდატია - მამუკა წოწერია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა.

სამეგრელო - ზემო სვანეთში  მერობის კანდიდატები არიან: წალენჯიხა - გოგა გულორდავა, ჩხოროწყუ - დათო გოგუა, ხობი - დავით ბუკია, სენაკი - ვახტანგ გადელია, მარტვილი - თორნიკე ჯანაშია, ფოთი - ბექა ვაჭარაძე, აბაშა - გიგა გაბელაია, მესტია - კაპიტონ ჟორჟოლიანი.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კამპანიის ლიდერი თბილისში იქნება კახი კალაძე, რომელიც მერობის კანდიდატია. საქართველოს მასშტაბით კი საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 3 აგვისტოდან დაიწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი 2 ოქტომბერს გაიმართება.

 

Print