ახალი ამბები
ოჩამჩირის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუსთან მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელშიც მძღოლი და სამი მგზავრი იმყოფებოდა, გზის პირას მდგომ ხეს შეეჯახა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა, ავტომობილში მყოფი ადამიანები ამოიყვანეს. სამი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Print