ახალი ამბები
აბაშაში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
მესამე დღეა სამართალდამცავები და ოჯახის წევრები დაკარგულ 28 წლის ახმედ ბუსკანძეს ეძებენ. პოლიციაში უკვე გამოიკითხნენ მასთან ერთად თხილის პლანტაციაში მომუშავე ადამიანები და ოჯახის წევრები.

გამოძიებას შს სამინისტრო 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აწარმოებს.

ხობის მკვიდრი ახმედ ბუსკანძე ორი დღის წინ აბაშიდან, კონკრეტულად კი თხილის პლანტაციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარდა. სწორედ იქ მუშაობდა ის თანასოფლელებთან ერთად. ადგილზე ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი. ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს.
Print