ახალი ამბები
ჩხოროწყუში ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა
ჩხოროწყუში, სოფელ ჭოღას ტერიტორიაზე, მდინარე ოჩხომურის ხიდიდან მსუბუქი მანქანა გადავარდა, რის შედეგადაც 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, კიდევ 2 კი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"ალბათ მუხრუჭი ჰქონდა გაფუჭებული, ვერ გაჩერდა მანქანა და გადავარდნენ. კურზუში ყოფილან სამუშაოებზე, იქიდან მოდიოდნენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ჭოღას მკვიდრმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


ფოტოები: ილია გვაჯაია


Print