რეგიონი
სოფელ ზუმის მაჟორიტარმა "ქართული ოცნებიდან" გახარიას გუნდში გადაინაცვლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯონი ჯალაღონიამ ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.

"ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ის ბინძური ტყუილების კამპანია, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი გუნდის ყოფილი წევრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ აგორებს.

მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო, არის და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, ძლიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც თავის გუნდთან ერთად, შეუძლია ჩვენი ქვეყნის არამარტო არსებული ქაოსიდან გამოყვანა, არამედ, წინ წაყვანა და განვითარება. სწორედ ამიტომ, ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს", - წერს ჯალაღონია.

გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" ჩხოროწყუს ოფისი გასულ კვირაში გახსნა.
Print