ახალი ამბები
აფხაზეთში მცხოვრებლები რუხში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

"თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იმუნიზაციის პროცესს. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია მსოფლიოში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი", - თქვა ბესარიონ სიმონიშვილმა.


Print